„ვარციხე“ ევროპის ბიზნესთასის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა #1TVSPORT

16:24, 10.10.2026

საქართველოს ბიზნესის ლიგის ჩემპიონმა მინიფეხბურთში, „GM ვარციხემ“ ევროპის ბიზნესთასის (EURO Business Cup 2026) ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა და ტურნირის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.

„GM ვარციხემ“ პირველი შეხვედრა მონტენეგროს „აიროპორტთან“ ფრედ – 1:1 დაასრულა. თურქეთის „მეტეკსან მატბაჩილაკთან“ ორჯერ მდევრის როლში იყო, მაგრამ საბოლოოდ 3:2 სძლია. ბოლო დაპირისპირებაში კი ასევე თურქულ „ვაბენ ფილტერს“ შანსი არ დაუტოვა და 10:0 დაამარცხა.

საქართველოს ბიზნესის ლიგის ჩემპიონმა 1/8-ფინალის პირდაპირი საგზური გაიფორმა და პლეიოფში მოსახვედრად დამატებით შეხვედრას აღარ გამართავს.

მსგავსი