VAR-ის სისტემა საქართველოში პირველად ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ მატჩისას ამოქმედდა #1TVSPORT
VAR-ის სისტემა საქართველოში პირველად ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ მატჩისას ამოქმედდა #1TVSPORT

7 ოქტომბერი ქართულ ფეხბურთისთვის ისტორიაში სამუდამოდ შევა – დღეს, საქართველოში ვიდეორეფერის სიტემა (VAR) პირველად გამოიყენეს.

ეს ფიფა-ს გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) სისტემის გამოყენების უფლება ოფიციალურად დართო.

„რამდენიმეთვიანი აქტიური სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის, სამსაჯო ბრიგადის შემადგენლობაში VAR-ის ჯგუფი იმუშავებს. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სფფ-ის სამდივნოსა და სამსაჯო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე ფიფა-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა, დღეს გასამართ მატჩზე VAR-ის გამოყენება დაუშვა“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცახადებაში.

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო არენაზე“ სამსაჯო ბრიგადას VAR-ის მომსახურე მსაჯები, გოგა კიკაჩეიშვილი და VAR-ის ასისტენტი დავით ახვლედიანი ეხმარებიან.

სფფ-ის ცნობით, ფიფა-სთან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში VAR-ის სისტემის რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.