ვანზეირი და არა მიქაუტაძე - ბელგიაში ქართველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელეს #1TVSPORT
სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძისა და ქართველი გულშემატკივრების იმედები არ გამართლდა – ბელგიის პრექსიმუს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ მისი კონკურენტი დანტე ვანზეირი დაასახელეს.
„უნიონის“ თავდამსხმელმა სეზონში 19 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდს ბელგიის პირველ ლიგაში გადასვლაში დაეხმარა. მას ჯილდო ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ გალა-საღამოზე გადასცა.
ბელგიის 1B ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში ასევე იყვნენ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „ლომელის“ კოლუმბიელი თავდამსხმელი მარლოს მორენო.
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის 1B ლიგაში დასრულებულ სეზონში გაიბრწყინა, ჯერ ლიგის ბომბარდირი გახდა (19 გოლი 21 მატჩში), მერე „სერენის“ ქართველმა გოლეადორმა „ვაასლანდ-ბევერენს“ პლეი ოფის ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა და გუნდი მთავარ ბელგიურ დივიზიონში გადაიყვანა.
ვანზეირს უპირატესობა მიანიჭეს, რომელმაც ასევე 19 გოლი გაიტანა, თუმცა გიორგის საგოლე გადაცემებით აჯობა – ქართველის ანგარიშზე ორი პასია, ვანზეირმა კი რვა გადაცემა მიითვალა.