ვანიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ვანიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი ფალავანი თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან გერმანელი მეტოქე 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ ვლადიმერ გამყრელიძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ). მათ ნახევარფინალები დათმეს რუს და თურქ სპორტსმენებთან.

ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქართველი რამაზ თურმანიძე (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იბრძოლებენ.