ნიდერლანდების ნაკრების, „არსენალის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ფეიენოორდის“ ყოფილმა ფეხბურთელი, რობინ ვან პერსი, დიდი ალბათობით, სამწვრთნელო კარიერაში პირველ გუნდს ჩაიბარებს, – იუწყება AD.
გამოცემის ინფორმაციით, ვან პერსი ახლოს არის, „ჰერენვენთან“ კონტრაქტი გააფორმოს და ერედივიზიონის კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ვან პერსი ორჯერ გახდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი, ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში კი საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება „ჰერენვენს“ – გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 36 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.