ვან გაალი - „ბარსელონას“ დე ლიხტი უნდა ეყიდა, დე იონგი კი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო
„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გამოცემა „ზიგო სპორტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კატალონიელები ფრენკი დე იონგს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ.
„მე უკვე აღარა ვარ „ბარსელონას“ მწვრთნელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ივან რაკიტიჩი და არტურ რამოსი დე იონგს კარგად შეეწყობოდნენ. ფრენკის აქვს სიჩქარე და კარგად ესმის, როგორ უნდა ითამაშოს თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ბარსელონას“ თამაში გაუმჯობესდებოდა, ის რომ დაცვის ცენტრში დაეყენებინათ. დე იონგი კარგად ართმევს თავს საქმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თან სულ ახლახანს გადავიდა სხვა ქვეყანაში. ამასთან ერთად, მასში დიდი თანხა გადაიხადეს, რაც ზეწოლას ზრდის. მე ვფიქრობ, „ბარსელონას“ მატეის დე ლიხტი უნდა ეყიდა, ხოლო ფრენკი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო“, – ამბობს ვან გაალი.