ვან დეიკი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება
ვან დეიკი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ნიდერლანდების ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დეიკი ახალ კონტრაქტს გააფორმებს „ლივერპულთან“ და მერსისაიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.

ვან დეიკი „ლივერპულს“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, ჯამში 57 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. მისი ხელფასი კვირაში 245 ათას ფუნტს გაუტოლდება.

დღეისთვის, „ლივერპულში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, რომელიც კვირაში 220 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

ვან დეიკი „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2018 წლის იანვარში გადავიდა 75 მილიონ ფუნტად. ამ სეზონში ნიდერლანდელმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.