ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა აზრი გამოთქვა მადრიდის „რეალში“ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. შაბათს, რამდენიმე წყარომ დაწერა, რომ „რეალმა“ და „აიაქსმა“ უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის ტრანსფერი. ესპანურ კლუბს ვან დე ბეეკი 55 მილიონი ევრო დაუჯდება.
„მე ჯერ არ დამიწყია ესპანური ენის შესწავლა. არავისთვის მიმიცია თანხმობა. საკითხი ღია რჩება. მე ჯერ მოუგვარებელი საქმეები მაქვს აქ. მე ვუყვარვარ „აიაქსს“ და მე მიყვარს „აიაქსი“.
ახალ კლუბში თავი კარგად უნდა ვიგრნო. ასევე უნდა შევესაბამებოდე გუნდის სათამაშო სტილს. და კიდევ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენი სათამაშო დროის იმედი უნდა მქონდეს“, – განაცხადა ნიდერლანდელმა.
ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აღზრდილია. 2019-20 წლების სეზონში მან 37 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.