ვან ბასტენი - ჰალანდი ახალი ლევანდოვსკია? ვფიქრობ, ერლინგი უკეთესია
ვან ბასტენი - ჰალანდი ახალი ლევანდოვსკია? ვფიქრობ, ერლინგი უკეთესია

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა აღიარა, რომ ძალიან აფასებს „დორტმუნდის“ 20 წლის ფორვარდს ერლინგ ჰალანდს.

„ჰალანდს ახალ ლევანდოვსკის უწოდებენ? ვფიქრობ, ერლინგი უკეთესია. თავის ასაკში ის უკვე ამ დონეზე დომინირებს. ვფიქრობ, მას შეუძლია გაცილებით მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ის ძალიან ჭკვიანია, კარგი ტექნიკა აქვს და ბევრ გოლს იტანს. განსაკუთრებული ბიჭია“, – განაცხადა ვან ბასტენმა.

ჰალანდი „დორტმუნდში“ „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში, 20 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ, ფორვარდმა გერმანულ კლუბში 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.