ვალტერ მაძარი გადადგომაზე არ ფიქრობს - „ნაპოლის“ პრეზიდენტი მწვრთნელს ესაუბრა #1TVSPORT
ვალტერ მაძარი გადადგომაზე არ ფიქრობს - „ნაპოლის“ პრეზიდენტი მწვრთნელს ესაუბრა #1TVSPORT

ვალტერ მაძარი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩება და, „ტორინოსთან“ მტკივნეული წაგების (0:3) მიუხედავად, მისი გადადგომის შესახებ ჭორები არ დადასტურდა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა areanapoli ავრცელებს.

„ნეაპოლელები ტურინში სერია A-ს მატჩის წაგების შემდეგ რთულ მდგომარეობაში არიან. „ტორინო“-„ნაპოლის“ შეხვედრის შემდეგ გადაცემაში „პრესინგი“ ვალტერ მაძარიმ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.

„Გადადგომაზე არ მიფიქრია, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. სოციალურ ქსელში კი უკვე ამტკიცებდნენ, რომ მისი წასვლა გარდაუვალია და მაძარის შემცვლელებსაც ასახელებდნენ“, – წერს გამოცემა areanapoli.

Corriere dello Sport-ი კი იუწყება, რომ „ტორინო“-„ნაპოლის“ მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელ ვალტერ მაძარის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა.

„გუშინ იყო სატელეფონო საუბარი მაძარისა და დე ლაურენტისს შორის. ისინი 30 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, მაგრამ მის გაშვებაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მაძარი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, თუ გადადგომას თავად არ ისურვებს“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.