„ვალიადოლიდის“ 18 წლის მცველი „ბარსელონასა“ და „მილანის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
„ვალიადოლიდის“ 18 წლის მცველის, ივან ფრესნედას გადაბირებას „ბარსელონა“ და „მილანი“ ცდილობენ, – იუწყება Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიელებისთვისაც და იტალიელებისთვისაც პრიორიტეტულია, მაგრამ თავად ფრესნედა უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს და მხარეებმა მოლაპრაკება უკვე გამართეს. „ვალიადოლიდის“ მცველის აგენტებს „მილანის“ წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ და ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადაწყდება.
2023/23 წლების სეზონში ივან ფრესნედამ „ვალიადოლიდის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა.