ვალერიან გვილია „ტრანსფერმარკეტის“ შეფასებაზე - არა მგონია, რომ ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი
ვალერიან გვილია „ტრანსფერმარკეტის“ შეფასებაზე - არა მგონია, რომ ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი

ვალერიან გვილიას პოლონურმა გამოცემა „პილკა ნოჟნამ“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, – საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის ლეგიას“ ნახევარმცველმა კორონავირუსით გამოწვეულ პაუზასა და მის სატრანსფერო ფასზე ილაპარაკა.

„ყოველდღე ვმუშაობ, უფრო მაღალ დონეზე რომ ვითამაშო. თებერვალსა და მარტში მოედანზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ახლა კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ შემიძლია კიდევ უფრო უკეთეს დონეზე ავიდე და „ლეგიასთან“ ერთად ჩემპიონობა და თასი მოვიპოვო. ეს იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, სეზონს დავასრულებთ. მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გოლს გავიტან და რამდენ პასს გავაკეთებ“. – ამბობს ვალერიან გვილია საფეხბურთო გამოცემასთან ინტერვიუში.

ვალერიან გვილიამ კომენტარი გააკეთა „ტრანსფერმარკეტის“ შეფასებაზე, რომელმაც ქართველის გრაფაში წელს ორი მილიონი ევრო დაწერა: „ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მსურს, საკუთარი თავი ისე წარმოვაჩინო, რომ დღეს უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ ვიყავი. მე მოედანი მაფასებს და არა – „ტრანსფერმარკეტი“. მცირე ხნის წინ, ამ გრაფაში მილიონი ევრო ეწერა. დღეს ეს თანხა უფრო მაღალია, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთ მოკლე დროში ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენი შეფასება მაღალია“.