ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელია ტურის საუკეთესოებში დაასახელა
ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელია ტურის საუკეთესოებში დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ჩატარებული შტამბეჭდავი თამაშის შემდეგ, გამოცემა „ჩემპიონატმა“ ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

გამოცემის ექსპერტი „ალანიას“, ცსკა-ს და რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევია. მან საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის სიმბოლურ ნაკრებში დასახელება ლაკონურად ახსნა.

„ყაზანის „რუბინმა“ კვლავ მოიგო. კვარაცხელიამ თავისი კარგი დრიბლინგით ბევრი მწვავე მომენტი შექმნა,“ – წერს გაზაევი.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი „როტორსა“ და „რუბინს“ შორის სტუმრებმა 3:1 მოიგეს. კვარაცხელიამ 59-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე მისი წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ შატოვმა გაიტანა. მეორე ტაიმში ვოლგოგრადელების მცველი ორი ყვითელი ბარათისთვის გააძევეს, პირველი მათგანი კი ქართველთან უხეშობისთვის დაიმსახურა.