„ვალენსიის“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ მაშინ გადაგვარჩინა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა #1TVSPORT
„ვალენსიის“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ მაშინ გადაგვარჩინა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა #1TVSPORT

„ბარსელონასთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ვალენსიის“ მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ გუნდმა ქულა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამსახურებით მოიპოვა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენს კარში გოლი გარდაუვალი ჩანდა. მომენტებში, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა, მამარდაშვილმა გამოავლინა კლასი და გადაგვარჩინა.

მიხარია, რომ ფეხბურთელები სათამაშო გეგმას მიყვნენ. ძალიან მომეწონა ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული პირველი 25 წუთი. ამ მონაკვეთში „ვალენსია“ კარგი იყო და გოლსაც ვიმსახურებდით, თუმცა შემდეგ „ბარსელონამ“ ტემპს მოუმატა, რასაც ვერ ავყევით.

ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ ინტენსივობა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვახერხებდით. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია ამბავია იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით.

ჩემი ფეხბურთელები მოქმედებდნენ უკომპლექსოდ და თავისუფლად. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს გულშემატკივრების რეაქცია იყო. ტრიბუნებიდან ხედავენ, რომ მოთამაშეები გუნდისთვის მაქსიმუმს გასცემენ და ხალხიც ამისთვის მადლობელია“, – განაცხადა „ვალენსიის“ მწვრთნელმა.