ესპანური „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა განმეორებითი ტესტი ჩააბარეს კორონავირუსზე. როგორც წყარო იტყობინება, ყველა მოთამაშის ანალიზი უარყოფითი შედეგისაა.
პირველი გუნდის ათი მოთამაშე, რომლებსაც ორი კვირის კორონავირუსი დაუდგინეს, სრულად გამოჯანმრთელდნენ ინფექციისგან. თუმცა, კლუბის რამდენიმე თანაშმრომელი ჯერაც დაინფიცირებულია. ამ მომენტისთვის, გუნდი კარანტინში იმყოფება.
უფრო ადრე, „ვალენსიამ“ ოფიციალურად სამი ფეხბურთელის კორონავირუსი დაადასტურა – ელიაკიმ მანგალასი, ხოსე გაიასი და ესეკილ გარაის.