ესპანელი სპეციალისტი რუბენ ბარახა „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იუწყება კლუბის პრესსამსახური.
ცოტა ხნის წინ „ღამურების“ ხელმძღვანელობამ იტალიელი ჯენარო გატუზო გაათავისუფლა, რომელიც გუნდს გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
ბარახას ბოლო სამუშაო ადგილი „სარაგოსა“ იყო. ის ასევე მუშაობდა „ელჩეში“, „რაიო ვალეკანოში“, „ხიხონსა“ და „ტენერიფეში“.
ვეტერანმა ნახევარმცველმა თავისი საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი „ვალენსიაში“ გაატარა, ორჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი), ასევე უეფა-ს თასი და უეფა-ს სუპერთასი.
ბარახა 2000 წლიდან 2006 წლამდე ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა, რომლის ფორმითაც 43 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
„ვალენსია“ ლა ლიგაში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ 20 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდ ზონაშია.