„ვალენსიას“ ფეხბურთელი - ისევ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა #1TVSPORT
„ვალენსიას“ ფეხბურთელი - ისევ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა #1TVSPORT

ბილბაოს „ატლეტიკისა“ და „ვალენსიას“ მატჩი 0:0 დასრულდა, შეხვედრის გმირად კი გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. ესპანური მედია და მათთან ერთად, „ვალენსიას“ მოთამაშეც 21 წლის ქართველი მეკარისადმი კომპლიმენტს არ იშურებს.

 

elperiodicoextremadura

ბოლბაოსატლეტიკმა“ „ვალენსიასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა და ევროსაგზურის მოპოვების შანსი შეუმცირდა. ბასკურმა გუნდმა ორ ქულა სახიფათო მომენტების გამოუყენებლობისთვის დაკარგა. ეს იყო სამართლიანი შედეგი ინაკი უილიამსის შეცდომისთვის, რომელმაც მინიმუმ ექვსი შანსი ხელიდან გაუშვა. მაგრამ გიორგი მამარდაშვილმაც რამდენიმე ბრწყინვალე ნახტომით გამოიჩინა თავი“.

football-espana

„გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე შემთხვევაში „ვალენსია“ გადაარჩინა. პირველ ტაიმში ქართველი მეკარის უყურადღებობამ რაულ გარსიას დარტყმის საშუალება მისცა, მაგრამ მამარდაშვილმა შეცდომა ამ ეპიზოდში და შემდეგაც რამდენჯერმე გამოისყიდა. ინაკი უილიამსმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მამარდაშვილს ვერ აჯობა“.

„ვალენსიას“ ფეხბურთელმა დიმიტრი ფულკიემ კი აღიარა, რომ ქულის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რთულია თითოეული ქულის მოპოვება, მაგრამ გუნდი იბრძოდა და ფრეს მიაღწია. ეს ძალიან კარგია, რადგან ბილბაოში ქულების მოპოვება ადვილი არ არის. დღეს ისევ გიორგიმ გადაგვარჩინა“, – განაცხადა „ვალენსიას“ ფრანგმა ფეხბურთელმა.