„ვალენსიას“ ახალი მწვრთნელი - ახლა მნიშვნელოვანი დაცვაში საიმედო თამაშია #1TVSPORT
„ვალენსიას“ ახალი მწვრთნელი - ახლა მნიშვნელოვანი დაცვაში საიმედო თამაშია #1TVSPORT

ლა ლიგის 22-ე ტური დღეს „ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ მატჩით დასრულდება. გიორგი მამარდაშვილის გუნდში მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება კლუბის ყოფილ კაპიტანს, რუბენ ბარახას, რომელსაც რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს – „ვალენსია“ გავარდნის პირასაა.

რუბენ ბარახამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის წინაშე მდგარ რთულ ამოცანაზე ისაუბრა და მისი საუბრიდან გაირკვა, რომ „ვალენსიას“ მთავარი პრობლემა არა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, არამედ დაცვაა.

„ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომელიც „ვალენსიას“ არ შეეფერება. ასეთ დროს თითოეულ შეხვედრას და ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი კარის უგოლოდ შენახვაა. თუ გვინდა, ვიყოთ კონკურენტუნარიანი გუნდი, უნდა გამოვრიცხოთ ისეთი შეცდომები, რომელიც მეტოქეს გოლის გატანის შანსს მისცემს.

დაცვაში ფხიზლად და მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ. როცა გოლს არ უშვებ და უკანა ხაზში საიმედოდ გამოიყურები, მთლიანობაში გუნდიც უკეთ თამაშობს და საგოლე მომენტების შესაქმნელად და გამარჯვებისთვის მეტი შანსი გიჩნდება“, – განაცხადა რუბენ ბარახამ.

ლა ლიგის 22-ე ტურის დაპირისპირება „ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ შორის თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.