„ვალენსიამ“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო - გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგაში „ბილბაოსთანაც“ წააგო 0:1, მაგრამ ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში „ვალენსია“ მეტოქეს ბილბაოში ესტუმრა. შეხვედრის ბედი 45+1-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, ბენატ პრადოსმა გადაწყვიტა, რომლის დარტყმასაც ქართველმა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა.
ამის მიუხედავად, მამარდაშვილი, რომელსაც „ლივერპულმა“ კონტრაქტი გაუფორმა, ლა ლიგის სატელევიზიო პარტნიორმა კომპანიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგიმ ინიაკი უილიამსის ურთულესი დარტყმა მოიგერია და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდის შემდეგ ბასკების ვარსკვლავმა გიორგის თამაში შეაქოა და ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
„ვალენსიამ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, სამივე მატჩი წააგო და უქულოდ დარჩენილი ბოლო ადგილზე იმყოფება.