„ვალენსიამ“ რუს ლეგიონერს კარისკენ მიუთითა
„ვალენსიამ“ რუს ლეგიონერს კარისკენ მიუთითა

„ვალენსიამ“ რუსი ლეგიონერის, რუსეთის ნაკრების ნახევარმცველის დენის ჩერიშევის მოშორება გადაწყვიტა.

როგორც რადიო Cadena SER-მა დაწერა, ფეხბურთელის აგენტს დაავალეს – თავის კლიენტს 5 ოქტომბრამდე უპოვნოს ახალი კლუბი.

ადრე გახდა ცნობილი, რომ ჩერიშევმა უარყო რამდენიმე შეთავაზება რუსული კლუბებისგან, კერძოდ, ცსკა-სგან, „სპარტაკისგან“ და „კრასნოდარისგან“ და „მესტალიაზე“ დარჩენა გადაწყვიტა, რადგან „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხავი გარსიას ნდობის მოპოვებას იმედოვნებდა.

გასულ სეზონში 29 წლის ჩერიშევმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.