„ვალენსიამ“ „რეალი“ უშანსოდ დაამარცხა – ევროლიგის 25-ე ტურის მატჩები [ვიდეო]

13:38, 20.02.2021

საკალათბურთო ევროლიგაზე 25-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „ვალენსიამ“ საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა – 89:78.

მასპინძელთა შორის 16 ქულითა და 8 პასით საუკეთესო სემ ვან როსომი გამოდგა. 14 ქულით დაასრულა მატჩი ვანჟა მარინკოვიჩმა. 12 ქულა ჰქონდა ნიკოლა კალინიჩს.

მადრიდელებს შორის ყველაზე მეტი, 20 ქულა ჯესი ქეროლის ანგარიშზეა.

25 ტურის შემდეგ, საკალათბურთო ევროლიგას 18 მოგებითა და 7 მარცხით „ბარსელონა” ლიდერობს. მას ორი მოგებით ჩამორჩება თორნიკე შენგელიას „ცე ეს კ“ და „ოლიმპია მილანო“. „ვალენსია“ 13 მოგებითა და 12 მარცხით, ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.

ფენერბახჩე – ალბა 89:84

ცრვენა ზვეზდა – ზენიტი 75:76

ლიონი – ბაიერნი 87:79

მსგავსი