„ვალენსიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალბერტ სელადესის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.
„კლუბს სურს, მადლობა გადაუხადოს სელადესს თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ შარშან, პირველად, ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალში“, – წერია „ვალენსიას“ განცხადებაში.
სელადესის წასვლის შემდეგ, გუნდს დროებით უხელმძღვანელებს 56 წლის ვორო გონსალესი, რომელიც კლუბში ასისტენტად მუშაობდა. ასევე გონსალესი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2008, 2012, 2015 ლა 2016 წლებში.
სელადესმა „ვალენსია“ 2019 წელს ჩაიბარა. სეზონის განახლების შემდეგ, გუნდმა ოთხ მატჩში სამჯერ წააგო და ჩემპიონთა ლიგის ზონას რვა ქულით დაშორდა.