„ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ მოუგო - მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო #1TVSPORT
„ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ მოუგო - მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა, მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა – „ვალენსიის“ მცველები რამდენჯერმე შეცდნენ და გუნდის გადარჩენა ქართველ მეკარეს მოუხდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ – მე-40 წუთზე ბურთი უგო დურომ გაიტანა. გიორგიმ კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეცხრე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

28 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 40 ქულით მე-8 ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მყოფ გუნდებთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.