„ვალენსია“ ვიტალი დარასელიას თასზე სტატიას აქვეყნებს - ტურნირზე მაქსიმალური ამბიციითა და პასუხისმგებლობით მივემგზავრებით #1TVSPORT
„ვალენსია“ ვიტალი დარასელიას თასზე სტატიას აქვეყნებს - ტურნირზე მაქსიმალური ამბიციითა და პასუხისმგებლობით მივემგზავრებით #1TVSPORT

„ვალენსიის“ ახალგაზრდული გუნდი ვიტალი დარასელიას თასზე მონაწილეობის მისაღებად თბილისში გაემგზავრა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„„ვალენსიის“ ახალგაზრდული გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გაემგზავრა. ტურნირი 23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისში გაიმართება. მასში ასევე მონაწილეობენ ისეთი გუნდები, როგორებიცაა „იუვენტუსი“, „გალათასარაი“, „უოტფორდი“ და მასპინძელი ქვეყნის ორი კლუბი – „დინამო თბილისი“ და თბილისის „ლოკომოტივი“.

ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, ფეხბურთელები ჩემპიონატისთვის მოემზადონ. გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს სერხიო ლოზანო, ტურნირზე მაქსიმალური ამბიციითა და პასუხისმგებლობით მიემგზავრება, რათა საუკეთესოდ წარმოადგინოს „ვალენსიის“ აკადემია და კლუბი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება“, – წერია ესპანური კლუბის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ვალენსიის“ აკადემიის გუნდი ვიტალი დარასელიას თასის პირველ ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ პარასკევს, 23 აგვისტოს, 21:00 შეხვდება, ხოლო მეორე ტურში „გალათასარაის“ დაუპირისპირდება. ქართული გუნდების მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო სხვა გუნდების დაპირისპირებებს – „პირველ არხი სპორტი“.