ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანური „ვალენსია“ შვიდი ფეხბურთელის გასხვისებას აპირებს, იტყობინება ტელეკომპანია „ჩირინგიტო“. წყაროს ინფორმაციით, კლუბი მზად არის დაშორდეს ფრანსის კოკლენს, იასპერ სილესენს, ჟოფრეი კონდოგბიას, მორენო როდრიგოს, გონსალო გუედეშს, ფერან ტორესსა და დანიელ პარეხოს.
შეგახსენებთ, რომ 36 ტურის შემდეგ „ვალენსია“ სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროტურნირებზე გამსვლელ მეშვიდე ადგილს ოთხი ქულით ჩამორჩება. უკანასკნელ ტურში გუნდმა აუტსაიდერ „ლეგანესთან“ 0-1 წააგო, დარჩენილ ტურებში კი „ესპანიოლსა“ და „სევილიას“ შეხვდება.