ლა ლიგას კლუბის „ვალენსიას“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ წლევანდელი სეზონი გასაუქმებელია და ის თავიდან უნდა დაიწყოს.
„იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევძლებთ ტურნირის განახლებას, სპორტული თვალსაზრისით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ იქნება 100 პროცენტით სამართლიანი. ჩვენ უნდა მოვნახოთ პრობლემის ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტა. საფრანგეთში წამოაყენეს წინადადება – გააუქმონ მთელი სეზონი და დაიწყონ ის თავიდან. ეს ყველაზე სამართლიან ნაბიჯად მოჩანს, თუნდაც ამან მოიტანოს ფინანსური ზარალი“, – განაცხადა „ვალენსიას“ ერთ-ერთმა ვიცეპრეზიდენტმა რომან ბელვერმა.