„ვალენსია“ „მალიორკას“ დაუზავდა - გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში „მალიორკას“ ესტუმრა და ურთულეს დაპირისპირებაში ქულის მოპოვება შეძლო – 1:1.
ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში ანგარიში „მალიორკამ“ მე-5 წუთზე გახსნა. ვედატ მურიკის გადაცემით დანიელ როდრიგესმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა.
45+3-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა ეფექტური შეტევით აღადგინეს. ამჯერად ასისტენტი ტიერი კორეა იყო, მასპინძლებს კი დიეგო ლოპესმა გაუტანა – 1:1.
55-ე წუთზე „მალიორკას“ მეორეს გატანაც შეეძლო, თუმცა საქმეში გიორგი მამარდაშვილი ჩაერია და გუნდი გოლისგან იხსნა. გატანას ვედატ მურიკი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ცდილობდა.
„ვალენსიამ“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. გიორგი მამარდაშვილმა კი ლა ლიგაში უკვე ზედიზედ 51-ე მატჩი ჩაატარა.