ვალები გაისტუმრა და „ტორპედო“ 13 მოთამაშესაც შეელია
ვალები გაისტუმრა და „ტორპედო“ 13 მოთამაშესაც შეელია

ქუთაისის „ტორპედო“ 13 ფეხბურთელს დაემშვიდობა. მათ გუნდთან არსებული ხელშეკრულება ამოეწურათ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის „ტორპედოდან“ წავიდნენ დემეტრე ბულისკერია, ლაშა კასრაძე, ვანია მარკოვიჩი, ზაზა ციცქიშვილი, ივან ბობკო, ვიტალი პონომარი, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ივანიშვილი, ბექა ტუღუში, თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ ადამაძე, ანდრო გიორგაძე, ოთარ კობახიძე. ფაქტობრივად, შემადგენლობის 70 პროცენტი.

ქუთაისის „ტორპედომ“ განცხადებაში ფეხბურთელებს მადლობას გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა, რაც შეეხება დაკომპლექტებას, ამის შესახებ კლუბი იუწყება:

„გუნდი ახალ ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ“.

ცნობილია, რომ „ტორპედომ“ ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა და ბოლო წლებში პირველად, ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება.