ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გოლიც გაიტანა და პენალტების სერიაში თავისი დარტყმაც ზუსტად შეასრულა #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გოლიც გაიტანა და პენალტების სერიაში თავისი დარტყმაც ზუსტად შეასრულა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და „შანდონგ ტაიშანს“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ტაილანდური „ბანგკოკ იუნაიტედის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

ეს იყო საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი, რომლის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა. ანგარიში ტაილანდელებმა პირველ ტაიმში გახსნეს, ჩინურმა გუნდმა კი წონასწორობა მალევე აღადგინა.

„შანდონგ ტაიშანის“ რიგებიდან გოლი ყაზაიშვილმა ძალიან ეფექტური დარტყმით გაიტანა. მან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოსთან მიახლოებულმა მეკარეს მაღალ კუთხეში დაურტყა.

მატჩის დამატებითი დროც ფრედ დასრულდა, რომლის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა. ვაკო ყაზაიშვილმა შანსი აქაც გამოიყენა და ქართველის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.