ვაკო ყაზაიშვილი - ვირწმუნეთ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება #1TVSPORT
ერთა ლიგის მეორე ტურში რაზგრადში ბულგარეთთან დამაჯერებელი გამარჯვება (5:2) საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შეაფასა.
„ჩემ გოლს რაც შეეხება, ძალიან მოხარული ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი ისტორია გამოვასწორეთ. პირველივე წუთებიდან ძალიან მონდომებულები გამოვედით და გამარჯვება დავიმსახურეთ. დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. ვირწმუნეთ, რომ ყველასთან თამაში შეიძლება“ – ამბობს ვაკო ყაზაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაზგრადში ბულგარეთთან და ჯგუფში ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 6 ქულით გალიდერდა.
ვაკო ყაზაიშვილმა ორივე შეხვედრა შეცვლაზე ჩაატარა და ორივეჯერ გოლი გაიტანა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, 12 ივნისს კი თბილისში ბულგარეთს უმასპინძლებს.