ვაკო ყაზაიშვილი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კვირის სიმბოლურში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსე ერსქვექსის“ ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) მე-19 კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ლოს ანჯელეს გელექსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვაკომ 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი დენი ჰოსენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. საბოლოოდ, „სან ხოსემ“ ანგარიშით 3:1 მოიგო.
გურამ კაშიამ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ის ძალიან საიმედოდ მოქმედებდა და მისი ერთ-ერთი ვარდნა მატჩის ჰაილაითებში მოხვდა.
კვირის საუკეთესო მწვრთნელად ქართველების კლუბის თავკაცი, მატიას ალმეიდა დაასახელეს.