ვაკო ყაზაიშვილი - ჩემთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო - ნაკრებში
ვაკო ყაზაიშვილი - ჩემთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო - ნაკრებში

ვაკო ყაზაიშვილმა ანდორასთან საქართველოს გამარჯვებში დიდი როლი ითამაშა. ერთა ლიგის მესამე ტურში „ჯვაროსნებმა“ მეტოქე 3:0 დაამარცხეს, ყაზაიშვილმა კი 33-ე და 84 ე წუთებზე მეტოქის კარი აიღო და საქართველოს გამარჯვება განაპირობა.

„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო – ნაკრებში. ახლა კი შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადო,“ – განაცხადა ყაზაიშვილმა პირველ არხთან. დუბლის ავტორმა თამაშის შესახებ, მატჩის შემდეგ, გადაცემაში ისაუბრა.

მან ამ გამარჯვების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა – „ჩვენთვის ეს გამარჯვება და სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიმაჩნია, რომ ეს დავიმსახურეთ. ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ და უნდა მოვემზადოთ ლატვიასთან შეხვედრისთვის, რომელიც 3 დღეში გველის. გულშემატკივრებს კი მადლობა მინდა გადავუხადო.“

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც საქართველოს აწყობდა – რიგაში ლატვია ყაზახეთს დაუზავდა 1:1. თუმცა, ყაზაიშვილის თქმით, ეს ჩვენი გუნდისთვის ნაკლებად მნიშნელოვანია – „ძალიან კარგია, რომ ყაზახეთმა და ლატვიამ 1:1 ითამაშეს. თუმცა, არ აქვს მნიშნელობა, როგორ ითამაშეს ჩვენმა კონკურენტებმა. ჩვენ ლატვიაში მოსაგებად უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ.“