ვაკო გვილიას წარმატებული დებიუტი „ლუცერნში“
ვაკო გვილიას წარმატებული დებიუტი „ლუცერნში“

შვეიცარიის საფეხბურთო სუპერლიგის 21-ე ტურში ვაკო გვილიამ ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქართველის კლუბ “ლუცერნს” “გრასჰოპერმა” უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჰერარდ სეოანმა გვილია მოედანზე მეორე ნახევრის დაწყებისთანავე შეუშვა.

საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გვილია შეტევებში ძალიან აქტიურობდა და მეტოქის კარის აღება ორჯერ შორეული დარტყმით სცადა.

„მეორე ნახევარში ”ლუცერნის” მწვრთნელმა მოედანზე ახალწვეული გვილია შეუშვა, რომელიც გუნდის ლამის ყველა სახიფათო შეტევაში მონაწილეობდა. მისი კლასი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც შორიდან ძლიერი დარტყმის შემდეგ ”გრასჰოპერი” მეკარემ ბოლო მომენტში გადაარჩინა. მეორე ნახევარში ”ლუცერნი” მასპინძლებს აშკარად სჯობდა და გამარჯვება დროის საქმე იყო”, – წერს ”ლუცერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

გვილიასლუცერნი” შვეიცარიის ათგუნდიან სუპერლიგაში მე-7 ადგილზეა, თუმცა, მესამეადგილოსან ”ციურიხს” მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში “ლუცერნი” 18 თებერვალს სტუმრად სწორედ ამ გუნდთან გამართავს.