ვაკო გვილია პოლონეთში წავიდა - „გურნიკი“ დიდი კლუბია, დიდი ისტორიით
ვაკო გვილია პოლონეთში წავიდა - „გურნიკი“ დიდი კლუბია, დიდი ისტორიით

ვაკო გვილია „ლუცერნიდან“ წავიდა და პოლონეთში გადავიდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე პოლონურ „ზაბჟეს გურნიკეში“ იჯარით ითამაშებს.

ტრანსფერი პოლონური კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა და მოთამაშეს კომენტარიც ჩამოართვა.

„ერთი რამ უნდა ვთქვა: ყველაფერს გავაკეთებ, გუნდს 100% რომ დავეხმარო და გულშემატკივრების მოლოდინი გავამართლო, რადგან ვიცი, რომ ისინი ბევრნი არიან. მე ვუყურე ფილმებს, სადაც სტადიონზე არსებული ატმოსფერო ჩანდა. ერთი სული მაქვს, ზაბჟეს სტადიონზე რომ ვითამაშო. „გურნიკის“ შესახებ ჩემი ცოდნა მხოლოდ გულშემატკივრის გაცნობით არ შემოიფარგლება. ვიცი, რომ ახალი კლუბი 14–ჯერ გახდა პოლონური ექსტრაკლასას ჩემპიონი და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ვარ დიდ კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს“ – ამბობს გვილია.