ვაკო გვილია - პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ
ვაკო გვილია - პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ

ვლადიმირ ვაისმა ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა.

ზაბრჟეს „გორნიკის“ ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში ეროვნული გუნდი შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებას მოიპოვებს.

„არასასურველი სტარტის შემდეგ ჩვენთვის ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 7 ივნისს, შესარჩევ ციკლში გიბრალტარს ვხვდებით და ჯგუფში პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. სეზონი მორჩა და ყველა დაღლილია, მაგრამ ეს ჩვენზე არანაირად ზემოქმედებას არ მოახდენს, რადგან პროფესიონალები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, სასურველი შედეგი რომ ვაჩვენოთ“, – ამბობს ვაკო გვილია.

საქართველოს ნაკრები 7 და 10 ივნისს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს ჩაატარებს. პირველად გიბრალტარს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, 10 ივნისს კი დანიას კოპენჰაგების „ტელია პარკენ არენაზე“ ესტუმრება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. გიბრალტართან შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო დანიასთან – 22:45-ზე.