ვახტანგ კანკია ტრიატლში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

19:10, 30.10.2026

პორტუგალიაში მიმდინარე ტრიატლის, ბიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ვახტანგ კანკიამ ოქროს მედალი მოიპოვა. მან 17-წლამდელთა შორის ტრიატლის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კანკიამ ტრიატლის ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოთხი სასროლი სერიით 4×400 მეტრზე სირბილი და ღია წყალში 200 მეტრზე ცურვა შეასრულა. ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 12 წუთსა და 28,40 წამში დაფარა, რაც 17-წლამდელ ვაჟთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კანკიასთვის ეს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე მედალია. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა ბიატლის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსგავსი