ვახტანგ გომელაური - რაც მიზნად დავისახეთ, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების განხორციელებას, რაც უწყებამ მიზნად დაისახა, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა და ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის, მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
„ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების განხორციელებას, რაც მიზნად დავისახეთ, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა, არა ერთი და ორი ადამიანის რესურსი, არამედ მთლიანად სამინისტროს სრული შემადგენლობის. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის, ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის მერე შეიქმნა სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი. გაფართოვდა ატაშეების ქსელი. თუ 2012 წელს ოთხი ატაშე ოთხ ქვეყანას ფარავდა, 2021 წელს – 16 ატაშე ფარავს 24 ქვეყანას, ევროპოლსა და ნატო-ს. სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ საზღვარგარეთ მივლენილი ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების ქსელი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.