ვახტანგ ჭანტურიშვილმა „სპარტაკში“ მე-18 შეხვედრა ჩაატარა და მეხუთე გოლი გაიტანა
სლოვაკეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-20 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდმა, ტრნავის „სპარტაკმა“ მორიგი შეხვედრა მოიგო.
სპარტაკელები „ზლატე მორავცეს“ ესტუმრნენ და 4:1 დაამარცხეს. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა ტრნაველთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა. ჭანტურიშვილმა „მორავცეს“ კარი მე-12 წუთზე აიღო.
46 ქულით „სპარტაკი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და უახლოეს მდევრებს, „ჟილინასა“ და ბრატისლავას „სლოვანს“ 12 ქულით უსწრებს.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში „სპარტაკში“ მე-18 შეხვედრა ჩაატარა და მე–5 გოლი გაიტანა, პლუს ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.