ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა #1TVSPORT
ჩეხეთის ფორტუნა ლიგაში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველმა ლეგიონერმა თავის გამოჩენა მოახერხა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ შინ „ბუდეიოვიცეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 5:2. 30 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში გახსნა. ჭანტურიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7,6 ქულა.
ზვიად ნაჭყებიას „ზლინმა“ კი საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ლიდერი „სლოვაცკო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ჩეხურ კლუში „სამტრედიიდან“ გადასული თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.
21 ტურის შემდეგ „იაბლონეცი” 23 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ზლინმა“ 18 ქულით მე-14 პოზიციაზე დაწინაურება მოახერხა.