ვაკე-საბურთალოს პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.