22:45 საათზე, კოპენჰაგენის „თელაი პარკენზე“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანაის დაუპირისპირდება.
გუნდების შემადგენლობები უკვე ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში რამდენიმე სერიოზული კორექტივი შეიტანა – დაცვაში გიორგი ნავალოვსკი დააბრუნა, ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი და, ლაშა პარუნაშვილი დააყენა, ხოლო ფლანგზე – საბა ლობჟანიძე.
დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიერი, კრისტიანსენი, სკოვი, დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, სტრიუგერ-ლარსენი, პოულსენი, ჰეიბერგი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, გვილია, ლობჟანიძე
დანია-საქართველოს მატჩს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი რობერტ შიონგეჰოფენი იქნება.
დანია-საქართველოს შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.