საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, დღეიდან ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მოემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორას და ლატვიას შეხვდება: 13 ოქტომბერს მესამე ტურში ანდორას თბილისში, „დინამო“ არენაზე 20:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 16 ოქტომბერს კი რიგაში – ლატვიას შეხვდება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებენ.
საქართველოს ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით შეიკრიბა და „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე –
ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი),
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მთავარი მწვრთნელის მიერ გამოცხადებულ თავდაპირველ 26-კაციან შემადგენლობას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ლევან მჭედლიძე (ემპოლი) და გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მთავარი მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა: ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)