ვაგნერ გონსალვესი - ბელგიაში არამეგობრულ კლუბში მოვხვდი
ვაგნერ გონსალვესი - ბელგიაში არამეგობრულ კლუბში მოვხვდი

ვაგნერ გონსალვესი თბილისშია – ბელგიური „სერკლ-ბრიუგედან“ დაბრუნებულმა 21 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა დღეს „საბურთალოსთან“ ერთად ივარჯიშა.

„ჩემს ყოფილ კლუბში, „სერკლ ბრიუგეში“ კარიერა არ ამეწყო და გუნდის შეცვლა გადავწყვიტე. „საბურთალომ“ ჩემი დაბრუნება რომ მოისურვა, წინადადებაზე არც დავფიქრებულვარ. ჩემი სურვილი იყო, რომ კვლავ თბილისურ კლუბში მეთამაშა. წამოსვლისას მწვრთნელთან არ მისაუბრია, რადგან ბელგიაში მეგობრული კლუბი არ იყო. ამის ფონზე უფრო ვხვდები, რომ აქაური გარემოში თამაში მირჩევნია”, – ამბობს ვაგნერ გონსალვესი.

შეგახსენებთ, რომ ვაგნერ გონსალვესი „საბურთალოში“ 2016 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბელგიურ კლუბში კი „საბურთალოდან“ 2017 წლის ზაფხულში იჯარით წავიდა.