ვაჟთა შორის საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალები გაიმართა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატზე დღეს 1/2 ფინალური ეტაპის პირველი პარტიები გაიმართა.
გიგა ყუფარაძემ ლუკა პაიჭაძე, ხოლო დავით არუთინიანმა ლევან ფანცულაია დაამარცხეს.
ოთხშაბათს 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი პარტიები ჩატარდება.