წლის პირველ დიდ სლემზე პირველივე შეხვედრა წააგო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა. ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ალჟირელ ჰოუდ ზოურდიანს დაუპირისპირდა. აფრიკის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება მარგველაშვილმა აქტიურად დაიწყო. სტარტზე, ახალი წესების თანახმად, კიმონოში არასწორად ჩავლების გამო მსაჯმა ორივე სპორტსმენი გააფრთხილა. ალჟირელმა კიდევ ერთი შიდო პასიურობის გამო მიიღო, თუმცა ჩამორჩენა ორთაბრძოლის დაწყებიდან 2 წუთსა და 8 წამში აღმოფხვრა, როცა მარგველაშვილი ეფექტური იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
რამდენიმე წუთში ტურნირში კიდევ სამი ქართველი ჩაერთვება. დღეს -60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, -73-ში კი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ.
ავტორი -
მიხეილ ნიკოლეიშვილი