ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელია

დრამატულად წაიმართა ფინალური მატჩი -66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელშიც ერთმანეთს ვაჟა მარგველაშვილი და ბრაზილიელი დანიელ კარგნინი შეხვდნენ. ძირითად დროში მსაჯმა ქართველ სპორტსმენს ვაზარი ჩაუთვალა და გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა მსაჯებმა ეს ქულა გააუქმეს და მატჩის დამატებით დროში გადავიდა.

საბოლოოდ გამარჯვებული მაინც მარგველაშვილი გახდა, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელ სპორტსმენს მსაჯმა მესამე გაფრთხილება მისცა.

დღესვე, მესამე ადგილისთვის მატჩში, ლაშა გიუნაშვილმა უზბეკ შახრამ ახადოვთან დათმო და მედლის გარეშე დარჩა.

ამრიგად, თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველომ ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.