ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის დამატებითი პარტიები გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
გიგა ყუფარაძემ პირველივე დამატებით მატჩში დავით ჯოჯუა ანგარიშით 1,5:0,5 დაამარცხა და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.
დავით არუთინიანის და კონსტანტინე შანავას პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ყაიმით 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე პარტიაში (10 წთ.) არუთინიანის გამარჯვება 1,5:0,5 დაფიქსირდა,
ამრიგად ნახევარფინალში ერთმანეთს ფანცულაია – არუთინიანი და ყუფარაძე – პაიჭაძე დაუპირისპირდებიან.