ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ჩემპიონატის ფინალში ფანცულაია და ყუფარაძე ითამაშებენ
ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ითამაშებენ.
ლევან ფანცულაიამ პირველივე ტაი-ბრეიქში შედეგით 2:0 დავით არუთინიანი დაამარცხა, ასევე პირველივე ტაი-ბრეიქში მოიგო გიგა ყუფარაძემ, ლუკა პაიჭაძესთან
ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 1,5:0,5 დაფიქსირდა. ლუკა პაიჭაძე და დავიდ არუთინიანი ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაგეგმილ შეხვედრაში შეებრძოლებიან.