ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე დღეს დამატებითი პარტიები გაიმართება
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე პირველი წრის მეორე პარტიები გაიმართა.
მეორე ტურის შედეგები:
ლუკა პაიჭაძე (2550) ½ : ½ ნოე თუთისანი (2429)
თორნიკე სანიკიძე (2451) ½ : ½ ზურაბ სტურუა (2530)
დავით ჯოჯუა (2563)0 : 1 ბაჩანა მორჩიაშვილი (2312)
ირაკლი ახვლედიანი (2353) ½ : ½ დავიდ არუთინიანი (2551)
ლევან ფანცულაია (2598) ½ : ½ ზვიად ფაცია (2197)
დავით ლომსაძე (2306) 0:1 მერაბ გაგუნაშვილი (2580)
კონსტანტინე შანავა (2507) 0:1 გიგა ყუფარაძე (2462)
დავით მაღალაშვილი (2473) 0:1 გაიოზ ნიგალიძე (2474)
პირველ წრეში 2-დან 2 მოგება მხოლოდ მერაბ გაგუნაშვილმა დააფიქსირა, 1,5 ქულით კი შემდეგ ეტაპზე ფანცულაია,პაიჭაძე,სანიკიძე, არუთინიანი და ნიგალიძე გავიდნენ.
დღეს დამატებით პარტიებს შანავა – ყუფარაძე და ჯოჯუა – მორჩიაშვილი ითამაშებენ.