ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, ბექა ვაჩიბერაძისა და ლაშა შერგელაშვილის გუნდმა, ”რიგას ფს” გასვლაზე ”ვალმიერას” 6:0 მოუგო. ამაში კი ვაჩიბერაძემ დიდი როლი ითამაშა.
22 წლის ქართველი ნახევარმცველის ვაჩიბერაძემ ლატვიურ გუნდში წელს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი უპრობლემოდ დაიმკვირდა, ახლა კი პირველად გაიტანა: მან “ვალმიერას“ კარი 49-ე და 62 წუთებზე აიღო. 4 ტურში 4 მოგებით ”რიგას ფს”-მა 16 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია.
ბექა ვაჩიბერაძე დონეცკის ”შახტარის” გაზრდილია და დონბასელთა 19-წლამდელთა რიგებში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ამავე დროს, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ.
ბექამ საქართველოს მოქალაქეობა 2017 წელს იმ იმედით დაიბრუნა, რომ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ითამაშებს.